გვარამია: თუ სილქნეტი სხვებს უხდის რეტრანსლირების ფულს, ჩვენ რატომ არ უნდა გადაგვიხადოს?
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, On.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რამდენიმე ტელეარხმა ერთად მიმართა გადახვევის ფუნქციის მქონე ოპერატორებს რეტრანსლირების საფასურის მოთხოვნით და ეს კომერციული ინტერესიდან გამომდინარე გააკეთეს:
"ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა ეს, რადგან ოპერატორები, რომლებსაც აქვთ გადახვევის სერვისი, ჩვეულებრივ ყიდიან ჩვენს პროდუქციას, ჩვენი პროდუქციით აკეთებენ ფულს და ბუნებრივია, აქედან სარგებელი ჩვენც უნდა ვნახოთ. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, ყველა ასე მუშაობს. თუ სილქნეტი რეტრანსლირების საფასურს უხდის უცხოურ არხებს და მათ შორის, რუსულ არხებს, რატომ არ უნდა გადაგვიხადოს ჩვენ? მათ თუ სურთ თავიანთი სერვისის ამჟამინდელი ფასის შენარჩუნება, ან მოგების მარჟა უნდა შეამცირონ, ან პაკეტში არხების რაოდენობა".
როგორც გვარამია ამბობს, ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს ერთობლივად ემოქმედათ და ესეც მუშაობის მიღებული ფორმაა. კითხვაზე, მათ მიმართეს თუ არა სხვა საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების საფასურის გაზრდის მოთხოვნით, გვარამია პასუხობს, რომ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ გადახვევის სერვისის მქონე კომპანიებისგან მოითხოვეს და მათი მოთხოვნა სხვებს არ ეხება.
კომპანია სილქნეტმა აბონენტებს 15 მაისს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსთავი 2, მაესტრო და იმედი "აბონენტებისთვის საზიანოდ" შეთანხმდნენ, ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება.
რუსთავი 2-მა, იმედმა, GDS-მა, მარაომ, მაესტრომ და კომედი არხმა თავიანთი პროდუქციის რეტრანსლირების უფლება გადასცეს შპს მედია რაითს ჯორჯიას. სწორედ ამ კომპანიამ მოითხოვა სილქნეტისა და სხვა კომპანიებისგან რეტრანსლირების საფასურის გადახდა. მედია რაითს ჯორჯია 2017 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა და მისი 25-პროცენტიანი წილები ეკუთვნის ოთხ პირს და ესენია:
- ზურაბ ნაყეური;
- გიორგი სულაძე;
- დიმიტრი ბოკერია;
- მანანა გეგელაშვილი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები