შეიძლება, კიანუ რივზის ფილმოგრაფია ზეპირად იცოდე და არც მისი გულუხვობა და უბრალოება დაგვიწყებია, მაგრამ ის თუ იცი, რომ კიანუ კომიქსებს ქმნის? ჰოლივუდის ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავი კომიქსის, სახელად BRZRKR-ის თანაავტორია, რომლის მიხედვითაც ნეტფლიქსი ფილმთან ერთად ანიმესაც გამოუშვებს.

BRZRKR 2021 წელს გამოვიდა და 80 000 წლის მებრძოლზე მოგვითხრობს, რომელიც ადამიანებს მკერდში დარტყმით კლავს. ნეტფლიქსი კომიქსის მიხედვით უკვე მუშაობს ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს კიანუ შეასრულებს.

ფილმის გარდა, ნეტფლიქსი კომიქსის მიხედვით ანიმესაც გამოუშვებს, რომელსაც ჯერჯერობით ორი სეზონი დაუმტკიცდა. ანიმეზე ცნობილი სტუდია Production I.G. იმუშავებს, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი Ghost in the Shell-ია.

კიანუს თქმით, ანიმეებს მატრიცაზე მუშაობისას, ვაჩოვსკების რჩევით გაეცნო და მას შემდეგ ძალიან უყვარს.

"მეუბნებოდნენ, ამას უნდა უყუროო. ამიტომ ვუყურე აკირას, Ghost in the Shell-ს და ყველაფერი ამით დაიწყო. ამჟამინდელ ანიმეებს თვალს აქტიურად ვერ ვადევნებ. ჩემს რამდენიმე მეგობარს ანიმეების მცოდნე შვილები ჰყავთ და მათზე სულ ვფიქრობ: 'რა მაგარია'", — განაცხადა კიანუმ.