ენტონი ბლინკენი

24 Jul. 2022, 11:27

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ოდესის პორტზე. შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების დასრულებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები ისტორიულ პორტზე თავდასხმით, საიდანაც მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ამ შეთანხმების ფარგლებში კვლავ ტრანსპორტირდება. კრემლი აგრძელებს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოების უგულებელყოფას, რადგან ის აგრძელებს თავდასხმას უკრაინაზე. 

ეს თავდასხმა სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე, უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები

რა ხდება: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქცია. ხალხი აპროტესტებს ქართული…