ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც ღლონტის ინტერესებს იცავდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, სიტუაცია დაიძაბა და არაერთი ადამიანი სამსაურიდან გაათავისუფლეს.

  • თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ და მოვლენების განვითარებას სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნდათ.
  • რამდენიმე მათგანმა უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.

დეტალები: ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელს დაეკისრა კომპენსაცია 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2 500 ლარის გადახდა.

  • შორენა ღლონტმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით ორ შემთხვევაში მიმართა სასამართლოს და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
  • სასამართლომ დაახლოებით 2 წლიანი განხილვის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

არქივიდან: შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

  • თუმცა, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, მასზე დისციპლინარული წარმოება დაიწყეს და გაათავისუფლეს.
  • დირექტორის ბრძანებით ის გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად.
  • მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს მიმართა მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა.