დრაუპადი მურმუ 64 წლის არის, პროფესიით მასწავლებელია და არჩევნებამდე ჯარხანდის შტატის გუბერნატორი იყო. ის ინდოეთის მე-15 პრეზიდენტი გახდა და თანამდეობას 5 წლით დაიკავებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინდოეთის პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობის, ტომობრივი თემის წარმომადგენელი გახდა.

  • მურმუ მეორე ქალი პრეზიდენტია ქვეყნის ისტორიაში.

დეტალები: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4500-ზე მეტმა შტატისა და ფედერალურმა დეპუტატმა.

  • საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, მურმუს გამარჯვება გარანტირებული იყო, რადგან მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია.
  • ინდოეთის პრეზიდენტი მოქმედებს როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაური, მაგრამ მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს და ქვეყანას პრემიერმინისტრი მართავს.
  • მურმუმ კარიერა სკოლაში დაიწყო, როცა მასწავლებელი გახდა, რის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.