ტესლას CEO ილონ მასკი ამბობს, რომ მისი ელექტრომანქანების ფასი შემცირდება, თუ ინფლაცია "დამშვიდდება". ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ტვიტერზე დაწერა.

კომპანიამ საკუთარ ელექტრომობილებზე ფასები ივნისში გაზარდა, როდესაც Model Y-ის ფასმა 62 990-დან 65 990 დოლარამდე მოიმატა. გარდა ამისა ტესლამ ყველა მოდელი აშშ-სა და ჩინეთში ჯერ კიდევ მარტში გააძვირა.

ილონ მასკმა სწორედ მარტში თქვა, რომ ტესლა და SpaceX "ნედლეულსა და ლოჯისტიკაზე მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ხედავდნენ".

მასკმა კვირის დასაწყისში ისიც თქვა, რომ მომავალი სამი თვის განმავლობაში Tesla პერსონალის 10%-ს შეამცირებს. მისი შეფასებით, აშშ რეცესიის წინაშეც შეიძლება დადგეს.

მასკმა რამდენიმე დღის წინ ტესლას რამდენიმე ქარხანაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტეხასსა და ბერლინში მდებარე Tesla-ს (TSLA) ახალი ქარხნები მილიარდობით დოლარს კარგავენ. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბობს, რომ ამის მიზეზი ბატარეების დეფიციტი და ჩინეთის პორტში არსებული პრობლემებია, რაც წარმოების ზრდას უშლის ხელს.

2022 წლის დასაწყისთან შედარებით ტესლას აქციების ღირებულება 37%-ით არის გაუფასურებული. ამჟამად ტესლას ერთი აქცია 749 დოლარად ივაჭრება. ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, აქციების ვარდნა ინვესტირებისთვის კარგი დროა.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.