თიბისი გუნდის ახალ წევრებს ეძებს — 5 რამ, რასაც კომპანია გთავაზობს
როგორია შენი საოცნებო სამსახური?
ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ ამაზე. ბევრი გარემოების გათვალისწინებით, ზოგჯერ არ შეგვიძლია, არჩევანი რამდენიმე შესაძლებლობას შორის გავაკეთოთ ხოლმე. თუმცა, მაინც ვფიქრდებით — რას მოველით სამსახურისგან? პროფესიული გამოცდილების გამრავალფეროვნება, კარიერული ზრდა, ახალ უნარ-ჩვევების შეძენა, მატერიალური თუ არამატერიალური ბონუსები და სხვა — კრიტერიუმების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
თიბისიში, რომელიც ბაზარზე უკვე 30 წელია, მუშაობს და 8 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ზუსტად იციან, რას უნდა მოელოდონ ისინი დასაქმებულისგან და დასაქმებული — მათგან. ასე რომ, ბრენდის გამოცდილება პირდაპირ აისახება თანამშრომლების გამოცდილებაზეც.
კომპანია გუნდის ახალ წევრებს ისევ ეძებს — აქ.ახლა მოტივირებულ ადამიანებს სხვადასხვა პოზიციაზე ელოდებიან. თიბისი მათ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, ბევრ ბენეფიტს და შესაძლებლობას სთავაზობს, დაინტერესებული პირებისგან კი აპლიკაციებს უკვე ელოდება.
მანამდე კი, სანამ აპლიკაციას შეავსებდე, შეგვიძლია, გავიხსენოთ, რას ნიშნავს თანამშრომლის გამოცდილება თიბისიში.
1. წამყვანი დამსაქმებელი რეგიონში
როგორც უკვე ვთქვით, თიბისი უკვე 30 წელია, ბაზარზე ოპერირებს. 1 ფილიალითა და რამდენიმე ათეული თანამშრომლით დაწყებული კომპანია დროთა განმავლობაში გაიზარდა, გაძლიერდა და დღეს ჯამში ასზე მეტ ფილიალს მოიცავს მთელ საქართველოში. ამდენად, თიბისი დღეს რეგიონში წამყვან ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიასთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებელსაც წარმოადგენს. მასშტაბური გუნდი, რომელიც შვილობილ კომპანიებსაც მოიცავს, ათასობით თანამშრომელს აერთიანებს და მათ განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.
2. კარიერული განვითარების შესაძლებლობები
რადგან განვითარება ვახსენეთ, მოდით, ავხსნათ კიდეც, რას ნიშნავს ეს შესაძლებლობები. უპირველესად ესაა სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. კომპანიას აქვს საკუთარ ტრენინგ ცენტრი და IT აკადემია, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული მოკლე თუ გრძელვადიანი სწავლების გავლა. ახალი უნარ-ჩვევები, წამახალისებელი ინიციატივები და ციფრული სამყაროს შესაძლებლობები — ასეთია კარიერული განვითარების პერსპექტივა თიბისიში.
3. ტექნოლოგიური კომპანია
აქვე იმაზეც ვისაუბროთ, რატომაა ციფრული სამყაროსკენ სწრაფვა თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. როგორც უკვე ვთქვით, კომპანიას IT აკადემიაც კი აქვს. საქმე ისაა, რომ თიბისი არა მხოლოდ საბანკო-საფინანსო, ტექნოლოგიური კორპორაციაცაა. ამდენად, ამ სფეროს წამყვან ექსპერტებს, მრავალფეროვან პროდუქტებსა და გამოცდილებასაც უყრის თავს.
4. ბონუსები და ბენეფიტები
არამატერიალური სარგებლის გარდა, თიბისი თანამშრომლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის კომპენსაციებსა და ბონუსებს — ცხადია, პოზიციებიდან გამომდინარე. ეს არის სოციალური ბენეფიტები, სამედიცინო დაზღვევა, საპენსიო პროგრამა. ამასთან, ბონუსების სისტემა, კონკურენტუნარიანი სახელფასო განაკვეთები და შვებულებისთვის განსაზღვრული დღეები. ამასთან, კომპანიაში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება და პროგრამა "სტარტაპ დეკრეტი", რომელიც საუკეთესო ბიზნეს იდეის მქონე თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მის განხორციელებას სრული 6 თვე დაუთმონ — თანაც, ანაზღაურებით.
5. მიძღვნა ახალი თაობისათვის
დაბოლოს — 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიისთვის ყოველთვის საინტერესო გამოწვევაა, ფეხი აუწყოს თანამედროვე სამყაროს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების დანერგვას, არამედ ახალი თაობის გაცნობასაც.
თიბისისთვის რომ ახალ თაობასთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამაზე კომპანიის ინიციატივები და პროგრამებიც მეტყველებს. მაგალითად სტიპენდიანტების პროგრამა უკვე მეოთხე წელია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს უყრის თავს და მათ შესაძლებლობების გამოვლენაში უწყობს ხელს. პროექტი შექმნიდან დღემდე უკვე ასობით მოზარდს დაეხმარა დასახულ მიზანთან მიახლოებაში.
მილენიალებთან ერთად, შრომის ბაზარზე უკვე აქტიურად ჩნდებიან Gen Z-ის თაობის წარმომადგენლებიც, რომლებიც განსხვავებულ გზებს ირჩევენ. ამდენად, შენი ხედვის გაზიარება თიბისისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანია ხომ თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს ახალგაზრდებს უძღვნის და მათი განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს.
ამ დროისათვის თიბისი გუნდის ახალ წევრებს თბილისში ეძებს. დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მიღებასა და აპლიკაციების შევსებას თიბისი კარიერის ვებგვერდზე შეძლებ.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები