ქართული ოცნების დეპუტატის ამბობს იმასაც, რომ ასეთი რამ მომავალშიც გამორიცხულია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში, მმართველ გუნდის მხრიდან საქართველოში აშშ-ის ელჩი მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება ვიხილეთ.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა ევროინტეგრაციისთვის დამაბრკოლებლად შეაფასა.
  • პრაისის თქმით, დეგნანს აშშ-ის სრული მხარდაჭერა აქვს — "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან".

თალაკვაძე საუბრობს, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე ან მის რომელიმე წარმომადგენელზე თავდასხმები არ არის. მისი თქმით, თუ რაიმე თავდასხმა ახსოვს, ახსოვს "რადიკალური ოპოზიციისგან".

  • აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს მათი განცხადებები მმართველ გუნდს გადააბრალონ.

თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარემ პირდაპირ მოსთხოვა კელი დეგნანს "მოსამართლეზე ზეწოლა" უარყოს ან პასუხისმგებლობა აიღოს. ელჩმა კი თქვა, რომ ნებისმიერი განცხადება, თითქოს აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე.

"მეტის სათქმელად" წასულმა დეპუტატებმა უფრო ღიად გააკრიტიკეს აშშ-ის ელჩი.

  • ყავლელაშვილმა დეგნანს დიპლომატიაც კი დაუწუნა, რადგან ელჩმა თქვა, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრის წერილი სავსე იყო ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით, რის გამოც ბოლომდე ვერც წაიკითხა.
  • "როდესაც დეპუტატს ტყუილებში ადანაშაულებ, ეს არის ძალიან სამწუხარო", — ეს სიტყვები კი ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.
  • ქართული ოცნებიდან წასული სამი დეპუტატის რიტორიკასა და დეგნანისა და ევროპარლამენტარების კრიტიკას რამდენიმე საკრებულოს, თერჯოლის, ჭიათურის, ახალციხის, გორის, თელავის, ლაგოდეხის, ადიგენისა და ასპინძის წევრებიც შეუერთდნენ.