ადამიანიები, რომლებიც OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის — DALL-E გამოყენებაზე ოცნებობდა, ძალიან მალე შეძლებენ მისით სარგებლობას. DALL-E არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც, შეყვანილი ტექსტის მიხედვით, აგენერირებს უცნაურ, სიურეალისტურ ნახატებს. დღეს DALL-E-ის დამფუძნებელმა კომპანიამ, OpenAI-მა, განაცხადა, რომ ის მომლოდინეთა სიაში მყოფი ერთი მილიონი მომხმარებლისთვის ამ პროგრამის ბეტა (საცდელ) ვარიანტს გახსნის.

ასევე იხილეთ: გარღვევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში — ეს AI სურათებს მხოლოდ ტექსტური აღწერისგან აგენერირებს

მომხმარებელს DALL-E-ში შეჰყავს ფრაზა ან სიტყვების წყება, რომელსაც შემდეგ პროგრამა თავისით აინტერპრეტირებს და ოთხი ტიპის (ექსცენტრულ, ჰიპერრეალურ) ნახატს აგენერირებს. DALL-E 2-ის განახლებული ვერსიით, რომელიც აპრილში გამოუშვეს, უკვე არსებული ნახატების რედაქტირებაც შეიძლება.

გასულ თვეში ეს პროგრამა მხოლოდ რამდენიმე ათასი მომხმარებლისთვის იყო ხელმისაწვდომი. ის პოპულარული მას შემდეგ გახდა, როდესაც ივნისში სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა DALL-E Mini-ის მიერ დაგენერირებული ნახატები. DALL-E Mini არის ნაკლებად მძლავრი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც OpenAI-ის პროგრამითაა ინსპირირებული, თუმცა არაა მასთან ასოცირებული.

DALL-E Mini-ის მიერ დაგენერირებული ნახატები

ფოტო: Films News Feed

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მომლოდინეთა სიაში საკუთარ ჯერს უცდიან გასათვალისწინებელია, რომ თითოეული შეტყობინება, რომელსაც მომხმარებელი სისტემაში შეიყვანს, ეღირება ერთი კრედიტი; გამოყენების პირველ თვეს მომხმარებლებს უფასოდ გადაეცემათ 50 კრედიტი. თუ მათ დამატებითი კრედიტებიც დასჭირდებათ, შეძლებენ 15$-ად 115 კრედიტის შეძენას.

DALL-E-ის გენერირებული ძაღლი

ფოტო: The Verge

Opean AI-ში აცხადებენ, რომ ისინი პროგრამის ფართო მოხმარებაში ჩაშვებამდე მისი ბოროტად გამოყენების გზების აღკვეთაზე მუშაობენ. ისინი აპირებენ სისტემაში რეალისტური სახეების ატვირთვის დაბლოკვას, რათა შეცდომაში შემყვანი კონტენტი არ შეიქმნას. ასევე მომხმარებლებს აკრძალული აქვთ "ძალადობრივი, პორნოგრაფიული, პოლიტიკური შინაარსის კონტენტის გენერირება".

DALL-E-ის გენერირებული გომბეშო

ფოტო: The Verge

DALL-E-ის სახელწოდება მიღებულია Pixar-ის ანიმაციური ფილმის WALL-E-ისა და სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის, სახელების შერწყმით.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს მათ მიერ დაგენერირებულ ნახატებზე გამოყენების უფლება (უფლება, რომელსაც ხელოვანი აძლევს ინდივიდს, რათა ნიმუში კონკრეტული მიზნითა და დროით გამოიყენოს) ექნებათ, მათ შორის, კომერციული მიზნითაც. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, მაგალითად, შეგიძლიათ, თქვენი გასაბერი ბუშტი-ძაღლის ნახატი დაიტანოთ მაისურზე და გაყიდოთ.