ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. დრაგი თანამდებობას წელიწად-ნახევრის შემდეგ დაემშვიდობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მარიო დრაგიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კენჭისყრაზე სამმა პარტიამ მისთვის ნდობის გამოცხადებაზე უარი თქვა.

  • მან გადადგომის შესახებ პირველად ერთი კვირის წინ განაცხადა, როცა მთავრობაში პოპულისტურმა პარტიამ დრაგის ეკონომიკურ პაკეტს მხარი არ დაუჭირა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

დეტალები: მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტს ოფიციალურად დღეს წარუდგინა.

  • ქვეყნაში არჩევნები 2023 წლის პირველ ნახევარში უნდა გამართულიყო, თუმცა BBC წერს, რომ თარიღი გადმოიწევს და ის, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩატარდება.

მარიო დრაგი 2011-19 წლებში ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის იყო.

  • მან პრემიერმინისტრის თანამდებობა 2021 წლის თებერვალში დაიკავა.