სტრატეგია აღმაშენებელი ევროკავშირის ელჩის მიმართ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდასხმას დაუმსახურებელს უწოდებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძემ განაცხადა, რომ ჰარცელი უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.

  • დღეს ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.

დეტალები: პარტია მადლობას უხდის ჰარცელს 4-წლიანი სამსახურისთვის და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას.

  • "ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ წარმატებები".

კობახიძის თქმით, სანამ ჰარცელი მოქმედი ელჩი იყო, ერიდებოდნენ კომენტარის გაკეთებას სხვადსსხვა მიზეზის გამო.

  • ის იმედოვნებს, რომ "მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს".
  • ამასთანავე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს "შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო".