ბალენსიაგამ ინსტაგრამზე თავისი კოლექციის ახალი სარეკლამო კამპანიის ფოტოები გამოაქვეყნა და არა მხოლოდ მოდის მოყვარულები, არამედ მთელი ინტერნეტსივრცე კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

ამ გავლენიანი ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ მოახერხა, რომ ბალენსიაგა თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ და განხილვად ბრენდად ექცია. მისი ბოლო ორი კოლექციის ჩვენებები, რომლებიც ამ წლის მაისსა და ივლისში გაიმართა, სწორედ ამას მოწმობს: დემნამ თავისი უნიკალური ხედვის დამსახურებით მოდით ყველაზე ნაკლებად დაინტერესებული ადამიანების ყურადღებაც კი მიიქცია.

სწორედ ამის გამო უწოდებს მას Vogue-ს ნიდერლანდური გამოცემა "შემოქმედებით გენიოსს".

ბალენსიაგას ახალი კამპანიის ეს სიურრეალისტური ფოტოები, რომლებიც სოციალურ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ადასტურებს:

1. ბალენსიაგას ამ ახალი პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი პიეტრო დაცოა

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry

2. ფოტოგრაფი კი გაბრიელ ფაბრია

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry

3. დემნას მოდა მნახველში მოულოდნელ, დაუჯერებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს აღძრავს და ასეთია სწორედ ეს ფოტოსესიაც

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry

4. ბალენსიაგას სამოსი ერთდროულად შეიძლება იყოს კლასიკური და თან ფუტურისტული

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry

5. მომავლის სამყარო

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry

6. როცა იმდენ ხანს გეძინა, რომ ბალიშად გადაიქეცი

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry

7. ამ ბოტასებით წყალზეც კი გაივლი

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry

8. დრონი, როგორც შინაური ცხოველი

ფოტო: Belenciaga / Pietro D'Azzo / Gabriel Fabry