დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბავშვებისთვის მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებების თავიდან ასარიდებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე.

  • ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
  • ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

რეკომენდაციები: თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.

  • მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
  • გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები — სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
  • ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად;
  • გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;

გარდა ამისა, თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;

  • არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;
  • მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.