თუ ახალი iPhone-ის შეძენა გინდა, მაგრამ საკმარისი ფული არ გაქვს, გაუმჯობესებული კამერის, დიზაინისა თუ ოპერატიული მონაცემების მქონე მოდელის შეძენა იმაზე იაფადაც შეგიძლია, ვიდრე წარმოგედგინა. ამისთვის ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ალტას უნდა მიაკითხო და შენი ძველი ან ახლანდელი iPhone ან Android სისტემის მქონე სმარტფონი წარადგინო, რომელიც მუშა მდგომარეობაშია (ჩართული).

ალტას Trade-in პროგრამა შესაძლებლობას გაძლევს, რომ ძველი მოდელის შეფასების შედეგად ახალ შენაძენზე თანხა დაზოგო, თანაც მაქსიმალური სარგებელით.

ეწვიე ალტას ნებისმიერ მაღაზიას, ჩააბარე iPhone 6 და მომდევნო მოდელები ან Android სისტემის სმარტფონები, რომლის მდგომარეობას ექსპერტები ადგილზივე შეაფასებენ და ძველი მოდელის ღირებულება ახალი შენაძენის ფასს დააკლდება. Trade-in აქციით შეგიძლია iPhone-ის ნებისმიერი მოდელი შეიძინო, რომელიც ალტას მაღაზიათა ქსელში დაგხვდება.

ალტა Apple-ის ოფიციალური პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდის ყველა სახის ტექნიკაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარანტია და მომსახურება ვრცელდება.

ალტა უკვე 25 წელია, საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, რის გამოც თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ყველასთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.