სუს სპეცოპერაციაზე გავრცელებულ განცხადებებსა და ვიდეოკადრებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სოსო გოგაშვილი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა მათ წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგაშვილის დაკავების საქმეზე გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

  • გოგაშვილმა სხდომაზე მისი დაკავების პროცესი აღწერა და სამართალდამცავები ძალადობრივ, არაადამიანურ, არასათანადო მოპყრობასა და იარაღის "ჩადებაში" დაანაშაულა.
  • დღეს, 18 ივნისს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, გოგაშვილმა არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა.

  • "აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები".

არქივიდან: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, მას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული.

  • დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გოგაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.
  • წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცა.