ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საჯარო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

  • საქსტატის ინფორმაციით, სახელმწიფო სამსახურში 2021 წელს 301,5 ათასი ადამიანი მუშაობდა, რაც დასაქმებულთა 25%-ია.

მინისტრის თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.

  • "დღევანდელი მოცემულობით საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია".
  • ხუციშვილის თქმით, წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94 პროცენტიც, თუმცა 2021 წლისთვის შემცირებულია 74%-მდეა შემცირებული.

დეტალები: ოფიციალური სტატისტიკით, არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები საჯარო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურებას აღემატება.

  • საქსტატის მიხედვით, 2020 წელს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი 1 285, ხოლო საჯარო სექტორში 1 024 ლარი იყო.

არქივიდან: საჯარო სამსახურში ხელფასები ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში გაიზარდა.

  • 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში საჯარო სამსახურში დასაქმებულების ხელფასებისთვის 1,83 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
  • ეს თანხა 2021 წლის ბიუჯეტში 1,64 მილიარდი, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში 1,54 მილიარდი ლარი იყო.