ბოტანიკოსი და მებაღე ზურა შევარდნაძე გურიაში გაიზარდა, საქართველოს იმ მხარეში, რომლის მცხოვრებლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ჩაის წარმოებაში. როგორც თავად ამბობს, მანაც ბავშვობა ჩაის ბუჩქებს შორის, ჩაის მწკრივებში გაატარა და ამ სასმელთან დაკავშირებული ემოციები ბავშვობას, სიხარულს, სითბოსა და სიყვარულს უკავშირდება.

ზურა შევარდნაძე იხსენებს გურიაში გატარებულ საღამოებსაც, როდესაც დაძინებამდე ოჯახი ლამაზად გაშლილი ტკბილეულის სუფრის ირგვლივ ჭიქა ჩაის დასალევად იკრიბებოდა.

"ისეთი უძლეველობის განცდა, როგორიც იმ ჩაის ირგვლივ, იმ მაგიდასთან მქონდა მას მერე აღარ მქონია, იმიტომ რომ ერთად ყოფნის, შეკავშირების, ურთიერთობის, სიყვარულის გაცვლისა და გაზიარების წუთი და დრო მაშინ იყო", – ამბობს ზურა.

თუ თქვენთვისაც ასეთი განსაკუთრებული პროდუქტია ჩაი ან გსურთ, გაიგოთ, როგორ ამარტივებს ჩაი ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებასა და დაკავშირებას, მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ "დილმა". ის რჩეული ცეილონის ჩაია, რომელიც ხელით დაკრეფილი, საუკეთესო ფოთლებისგან მზადდება და აქვს ჩაის ნამდვილი გემო და არომატი.

"დილმას" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "ევროპროდუქტია", ამიტომ ჩაის სრული ასორტიმენტის შეძენას მის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. ის, ასევე, ხელმისაწვდომია მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.