ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე გიორგი გახარია აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში "არაფორმალური ჯგუფების გავლენები" არის.

  • დღეს გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა არაფორმალურ მმართველს გაუსვა ხაზი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის მიემართება ეს სიტყვები.

დეტალები: გახარია წერს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩზე მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები საქართველოს დასავლური კურსის ღია შეურაცხყოფაა.

  • "ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტ ძალას ტკბილად ესაუბრებიან და პირადი ინტერესების გამო, სტრატეგიულ პარტნიორებს ებრძვიან".

არქივიდან: 8 ივლისს მმართველი პარტიიდან წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს წერილი მისწერა და მას "პროვოკაციებისგან" გამიჯვნისკენ მოუწოდა.

  • დეგნანმა ამას "ტყუილებითა და კონსპირაციებით სავსე" წერილი უწოდა და თქვა, რომ ბოლომე ვერ წაიკითხა;
  • ყაველაშვილის მიერ ელჩის კრიტიკას ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატებიც შეუერთდნენ — რამდენიმე მათგანი მმართველი გუნდიდან წავიდა და Facebook-პოსტებით კელი დეგნანს თავს დაესხა.