ეს არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც აჭარაბეთ არენაზე გაიხსნა და ამით ერთგვარ ტრადიციასაც ჩაეყარა საფუძველი, რადგან აჭარაბეთ არენაზე შეიქმნება ვარსკვლავთა ხეივანი.

ფოტო: აჭარაბეთ

"წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, ეს არის საუკუნის საჩუქარი. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კი აჭარაბეთს, რადგან სწორედ მათი ინიციატივით და მხარდაჭერით გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი, თანაც ჩემს კუთხეში აჭარაბეთ არენაზე. ეს პირველი ვარსკვლავია, რომელიც გაიხსნა და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი ამაგი, თუკი რამე გამიკეთებია, დაფასდა და თანაც სასწაულად დაფასდა", — განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.

ფოტო: აჭარაბეთ

"რევაზ ჩელებაძე, კოლეგის გარდა არის ძალიან დიდი მეგობარი, ძმასავით არის და ყველანი გახარებულები ვართ მისი ვარსკვლავის გახსნით. დიდი საქმე გაკეთდა და ამისთვის დიდი მადლობა აჭარაბეთს", —განაცხადა ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვოვა გუცაევმა.