შოტლანდიის ეროვნული გალერიის თანამშრომლებმა ვან გოგის ნახატების კოლექციის რენტგენით დავალიერებისას შემთხვევით ცნობილი მხატვრის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს. ავტოპორტრეტი მისი ერთ-ერთი ნახატის უკანა მხარეს, მუყაოსა და წებოს ფენის მიღმა "იმალებოდა".

ფოტო: National Galleries of Scotland

ფოტო: National Galleries of Scotland

სავარაუდოდ, ვან გოგმა ავტოპორტრეტი ფრანგი იმპრესიონისტების ნამუშევრების გაცნობის პერიოდში შეასრულა. გალერიის მიხედვით, მხატვარი ტილოებს ხშირად რამდენჯერმე იყენებდა, რათა ფული დაეზოგა და სწორედ ასე აღმოჩნდა ავტოპორტრეტი სხვა ნახატის უკანა მხარეს.

ფოტო: National Galleries of Scotland

ნახატში ვან გოგს ყელსახვევი უკეთია და ქუდი ახურავს. ნახატში მის მარცხენა ყურსაც ვხედავთ. ექსპერტების თქმით, ავტოპორტრეტის ორივე ნახატის დაუზიანებლად აღდგენას ფრთხილი და ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები დასჭირდება.

ამავე თემაზე:

ტესტი: გამოიცნობ ცნობილ მხატვარს ავტოპორტრეტით?