სალომე ზურაბიშვილის განკარგულების მიხედვით, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს.

  • ქართული ოცნება რიგგარეშე სესიის მოწვევას მხარს არ უჭერდა.

ოპოზიციას სესიის მოწვევა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მსჯელობისთვის სურდა — მათ დღის წესრიგში ოთხი განსახილველი საკითხი ჰქონდათ.

  • ხელმომწერების განცხადებით, რიგგარეშე სესია დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და იმის მაჩვენებელი იქნება, რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
  • განცხადებას არ უერთდებოდნენ მოქალაქეები, გირჩი და ევროპელი სოციალისტები.