ამერიკის შეერთებული შტატები მოქალაქეებს, ასევე, ურჩევს, რომ უკრაინაში არ ჩავიდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 ივლისს ოკუპანტებმა ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ შენობას სამი რუსული რაკეტა მოხვდა.

  • დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.
  • დაზიანებულია არაერთი სახლი და საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლი გაუჩნდა 50-მდე მანქანას.

დეტალები: უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, უკრაინაში ვითარება კვლავ მძიმე და არაპროგნოზირებადია და ქვეყანაში კვლავ აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

  • ასევე, მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ თავყრილობებსა და ორგანიზებულ ღონისძიებებს, რადგან ის, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო სამიზნე გახდეს.
  • "უსაფრთხოების მხრივ ვითარება მთელ უკრაინაში ძალიან არასტაბილურია და შეიძლება მოულოდნელად გაუარესდეს".
  • "აშშ-ის მოქალაქეები უნდა იყვნენ ფხიზლად და უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომები მიიღონ".

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჰოსპიტალიზებულებს შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან.