მარიო დრაგიმ დაკავებული პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მთავრობისადმი ნდომის გამოცხადების კენჭისყრაში კოალიციურმა პარტია 5 ვარსკვლავის მოძრაობამ მონაწილეობა არ მიიღო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი იტალიის კოალიციურ მთავრობას 2021 წლის თებერვლიდან მართავს.

  • დრაგის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ 2023 წელს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, 2022 წელს ჩაინიშნება.

დეტალები: იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დრაგს მოუწოდა პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ნათელი მოჰფინოს.

  • მანამდე დრაგიმ გადადგომის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ეროვნული ერთიანობა, რომელიც მთავრობას შექმნის დღიდან უჭერდა მხარს, აღარ არსებობს.