ლევან იოსელიანი

14 Jul. 2022, 17:36

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება კარგია, მაგრამ ის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი რა მოლოდინსაც ოპოზიციური პარტიების და მედიის ნაწილი საზოგადოებაში აჩენს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ის ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიზეზი მარტივია, ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად არ მონაწილეობს პოლიტიკაში და შესაბამისად კანონი მასზე ვერ გავრცელდება, მაგრამ მე, როგორც ერთი მოქალაქე, მხარს ვუჭერ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას, რომელიც სამომავლოდ დააზღვევს პოლიტიკურ სისტემას მდიდარი ადამიანების გავლენებისგან და მედიას მისცემს საშუალებას არ იყოს ვინმეს ინტერესების გამომხატველი. თუმცა, ამის უფლება მედიას აქვს თუ ის საჯაროდ განაცხადებს, რომ არის პარტიული ტელევიზია, რაც ასევე ნორმალურია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად (ორივე 12 პუნქტის ნაწილია) ვიღაცისთვის ოლიგარქი, ვიღაცისთვის პოლიტიკური ლიდერი, ვიღაცისთვის მეცენატი — ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ესაა ერთადერთი სწორი გამოსავალი დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკა და რიტორიკა გახდა არაპროგნოზირებადი და დამაბნეველი მისივე მომხრეებშიც კი.

იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პასუხისმგებელი პროცესებზე უნდა იყოს ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს

რა ხდება: პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და გირჩი — მეტი თავისუფლების გწევრი გელა…