ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციამ განცხადება გაავრცელა — ისინი გია გაჩეჩილაძის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურებიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ჟურნალისტებზე მიყურადების პირველი შემთხვევა არ არის.

  • 13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე აიტვირთა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.

დეტალები: 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, ტელეკომპანია მთავარი არხის გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს.

  • მედიაკოალიციის განცხადებით, მთავარი არხის ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

  • "პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან";
  • "ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის".