მილიარდერმა ბილ გეიტსმა გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მთელი თავისი ქონების გადაცემას იმ საქველმოქმედო ფონდისთვის აპირებს, რომელიც ყოფილ ცოლთან ერთად შექმნა. ასე რომ, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი მალე უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებს.

ბილ გეიტსმა ტვიტერზე უკვე განაცხადა, რომ ამ თვეში ფონდს 20 მილიონ დოლარს ურიცხავს. ფონდში გადარიცხული თანხით პანდემიის, უკრაინის ომის და სხვა გლობალური პრობლემების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

ფოტო: Getty Images

"სამომავლოდ მთელი ჩემი ქონების ფონდისთვის გადაცემას ვაპირებ. ამის შემდეგ კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სიასაც ჩამოვშორდები", — ამბობს ბილ გეიტსი.

ბილ და მელინდა გეიტსებმა 2010 წელს ინიციატივა Giving Pledge წამოიწყეს. ეს ინიციატივა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ახალისებს, რომ სიცოცხლის განმავლობაში, ან ანდერძის შედგენისას, ქონება საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენონ. მასში 204 წევრია, რომელთა შორის არიან როგორც ინდივიდუალური პირები, ისე ოჯახები.

"მე მაქვს ვალდებულება, რომ ჩემი რესურსები საზოგადოებას დავუბრუნო, რათა სხვების ტანჯვა შევამცირო და მათი ცხოვრება გავაუმჯობესო. ვიმედოვნებ, რომ სხვა მილიარდერებიც ასე მოიქცევიან",— ამბობს ბილ გეიტსი. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბილ გეიტსის ქონება 114 მილიარდი დოლარია.