თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
თიბისიმ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში, 12 ივლისს გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი — მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება. კომპანია უკვე მესამედ წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე.
ღონისძიებაზე პრეზენტაცია — 30 წლიანი განვითარების მიმოხილვა სტუმრებს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააცნო. მდგრადი განვითარების ანგარიში კი, გენერალური დირექტორის მოადგილემ, რისკების მართვის დირექტორმა, ნინო მასურაშვილმა წარადგინა. ანგარიშის ფარგლებში, მან, ასევე, ისაუბრა, თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და თიბისის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე — მდგრადი განვითარების გავლენა საქართველოში. პანელურ განხილვაში მონაწილებდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი, EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი; USAID-ის (ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) კერძო სექტორთან თანამშრომლობის კოორდინატორი ბევერლი ჰუვერი, EIB-ის (ევროპის საინვესტიციო ბანკი) წარმომადგენელი ანდრეას ბერკჰოფი და თიბისი ბანკის ბრენდის გამოცდილების, დიზაინისა და მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე.
პანელური განხილვა მიეძღვნა მდგრადი განვითარების გავლენას საქართველოში. მონაწილეებმა ისაუბრეს მრავალფეროვნების მნიშვნელობასა და ქალთა გაძლიერებაზე, ფინანსურ ჩართულობაზე, არაფინანსური სერვისების მნიშვნელობაზე მდგრადი განვითარებისთვის, მდგრადი განვითარების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და მხარდამჭერ ინიციატივებზე.
"თავისი არსებობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, თიბისი მუდმივად მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებასა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. თიბისიმ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელსაც გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი გავლენა აქვს. ჩვენ, პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მომავალშიც იგივე გულმოდგინებით გავაგრძელებთ მდგრადი განვითარების მიმართულებით აქტიურ ჩართულობას ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად", — აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მდგრადი დაფინანსება, გარემოსდაცვითი საკითხები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ფინანსური განათლება და სხვა.
მდგრადი განვითარების ანგარიშში წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ 2021 წელს მიაღწია, ასევე ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები. თიბისი არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თემებს ეხმიანება.
თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია თიბისის ვებ-გვერდზე — www.tbcbankgroup.com.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები