ევროკომისიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ გადაწყვიტეს არ დააჩქარონ ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების პროცესი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს ამ წლის დეკემბერში წარადგენდა.

დეტალები: ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, მათ ინტერესებშია, რომ საქართველომ პრიორიტეტების შესრულებაზე საფუძვლიანად იმუშაოს.

  • ამის გათვალისწინებით, ევრუპულ საბჭოსთან ერთად "ფრთხილი განხილვების" შემდეგ გადაწყვიტეს, რომ არ უნდა დააჩქარონ ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის საკითხსა და რეფორმებზე სიღრმისეულად მუშაობისთვის.
  • მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს საკმარის დროს მისცემს იმისთვის, რომ სიღრმისეულად იმუშაოს ევროკომისიის რეკომენდაციებზე.