უკრაინის პროკურატურამ დაშავებული და დაღუპული ბავშვების შესახებ ინფორმაცია განაახლა. თუმცა მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინის გაუმართლებელ ომს, რომელიც თითქოსდა დემილიტარიზაციას ემსახურება, მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვებიც ეწირებიან.

  • რუსებმა არაერთხელ დაბომბეს დასახლებები, ევაკუაციის სივრცეები და თავშესაფრები, წარწერით "ბავშვები".
  • ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოკუპანტების სისასტიკეს და იმას, რომ პუტინი საკუთარი მიზნების მისაღწევად არაფერს ერიდება.

რიცხვებში: ომის დაწყებიდან დღემდე 349 ბავშვი დაიღუპა, 652-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, მათ შორის:

  • დონეცკის ოლქში — 352;
  • ხარკოვის ოლქში — 190;
  • კიევის ოლქში — 116;
  • ჩერნიგოვის ოლქში — 68.

დეტალები: პროკურატურის ცნობით, 12 ივლისს დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა.

6 ივლისს საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 17 წლის გოგო დაიღუპა.

  • რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 2 126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა. 216 მთლიანად განადგურდა.

გაეროს განცხადებით, ომი დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის 7,5 მილიონ ბავშვზე.

  • ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 8 მილიონს გადასცდა, მათგან თითქმის ნახევარი ბავშვია.