დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს 3 ივლისიდან 10 ივლისამდე ჩათვლით აღწერილი მონაცემია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდები მოიხსნა, გაჩნდა განცდა, რომ პანდემია დასრულდა და ვირუსი აღარ ვრცელდება, თუმცა ასე არ არის.

  • საკოორდინაციო საბჭო და NCDC ინფიცირების მაჩვენებლებს ყოველდღიურად აღარ ანახლებენ და მხოლოდ კვირაში ერთხელ ავრცელებენ ინფორმაციას.

დეტალები: NCDC-ის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა — 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა — 2 338.

  • სულ ჩატარდა 63 659 ტესტი;
  • მათ შორის, ანტიგენის — 55 939, PCR — 7 720.
  • 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 8,10%.