რომან გოცირიძე

12 Jul. 2022, 12:24

რას ნიშნავს ღარიბაშვილის წერილი, სახელად "იმსიგრძეა, რა წამაკითხებს ბოლომდე?" იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს (და არა მარტო მას), სანქციებმა კარებზე მიუკაკუნა. როგორ არა, ვხვდები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს შეხვედრები პოლიტიკური კი არა, ოჯახური ხასიათისააო. ვფიცავ მდინარე იორდანეს წმინდა წყალს, მხოლოდ სამკურნალო და სპორტულ საკითხებზე ვსაუბრობთო.

"ქართუდან" და ივანიშვილის ბიზნესებიდან დანიშნული ხალხი მხოლოდ პროფესიული ნიშნით არიან შერჩეულები, მხოლოდ კონსტიტუციას ემონებიან და არა ივანიშვილსო, ანუ ოლიგაქიულ არაფორმალურ მართვასთან არა გვაქვს საქმეო. დანარჩენი ლაქუცობები და შიშებია, შეგიძლიათ არ წაიკითხოთ.

ისე, ერთი, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, ლეგიტიმური კითხვა თუ გაგიჩნდებათ, ვინ დაგნიშნათ მაშინ და ვინ მოგხსნათ მაშინ ან ვინ დაგნიშნათ ახლა და ვინ გაგაგდებთ ხვალ, ხომ ვერ გვეტყვითო, როგორ ფიქრობთ, პასუხად რა იქნება? რა თქმა უნდა იტყვის, პარტიის ლეგიტიმური (როგორც ამბობენ ხოლმე) ორგანოო, ანუ პოლიტსაბჭოო. ვინ არის პოლიტსაბჭოში? ანტილიბერასტი რიჟვაძე აჭარიდან და ტიკარაძე ქუთაისიდან. რატომ ქუთაისიდან და არა საჩხერიდან? იმიტომ, რომ იგი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრორექტორია შეთავსებით. პრორექტორი მომხსნის მალე და არა ის ბრძენი კაცი, ბატ. ბიძინაო, ეს გავიგეთ იმ გრძელი წერილიდან, ბოლომდე წაკითხვა რომ არ მოგინდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი

ქართველი გულშემატკივრების ის თაობა, ვინც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან ერთად გავიზარდეთ, ამ დღეს 30 წელი…