CNBC-ის ანალიტიკოსი გვირჩევს, რომ კოკა-კოლას აქციებით დავინტერესდეთ — რატომ
CNBC-ის წამყვანი და ანალიტიკოსი, ჯიმ კრამერი ინვესტორებს კოკა-კოლას აქციებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, კომპანიას კარგი მაჩვენებლები აქვს და ის თანმიმდევრულად იზრდება. ამასთან, კრამერი კოკა-კოლას ზრდას ელოდება.
გადაცემა Mad Money-ის წამყვანი იმ მიზეზსაც ასახელებს, რომელთა გამოც ინვესტორები კომპანიის აქციებით უნდა დაინტერესდნენ.
მისი თქმით, უპირველესად ამის მიზეზი ის არის, რომ კომპანია რეცესიას უმკლავდება, რადგან ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად ხალხი ამ პროდუქტს მაინც ყიდულობს.
"ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს რეალურ საქმეს, იღებს მოგებას და მას აქციონერებს დივიდენდების სახით უბრუნებს" — კრამერი.
კრამერის თქმით, კოკა-კოლა ეკონომიკის გახსნითაც ისარგებლებს, რადგან პოსტპანდემიურ პერიოდში სახლიდან გამოსული მოსახლეობა, რომელიც კაფეებსა და რესტორნებს ესტუმრება, მათ შორის, ამ სასმელსაც შეუკვეთს.
CNBC-ის წამყვანმა კომპანიის გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, კოკა-კოლა ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით წარმოების ზრდასაც გეგმავს. უფრო კონკრეტულად, მან ივნისში ჯეკ დენიელსის მწარმოებელ ფირმასთან, Brown-Forman-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. Jack-and-Coke — სავარაუდოდ, ასე ერქმევა ახალ სასმელს. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე ჩაუშვა Topo Chico Hard Seltzer და Simply Spiked Lemonade-ის წარმოება.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ შემოსავლებისა და მოგების მიმართულებით უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა. თუმცა, იმავდროულად აღმოჩნდა, რომ გაეზარდა ხარჯები ნედლეულზე — ალუმინზე, სიმინდის სიროფსა და პლასტმასაზე. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამ მასალებზე ბოლო თვეების განმავლობაში ფასების შემცირებაც შეინიშნება.
რაც შეეხება კომპანიის ფასიან ქაღალდებს: მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით, კომპანიის აქციების ღირებულება 6%-ით არის გაზრდილი. ამჟამად კოკა-კოლას ერთი აქცია 62,87 დოლარად ივაჭრება. ბოლო მონაცემებით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 272,5 მილიარდი დოლარია.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები