NGO-ები სამირა ბაირამოვას შეურაცხყოფისთვის საჯარო მოხელეების გათავისუფლებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ მარნეულის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი რიმა ოთარაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ირმა ზარქუა, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე სოსო ინაძე და თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეაურაცხყოფაზე დაფუძნებული რიტორიკა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება აუცილებელია, როგორც კონკრეტული აქტივისტების უფლებების დასაცავად, ისე მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს რეპუტაციის შემლახველი პროცესის შესაჩერებლად.
რას ამბობენ არასამთავრობოები: მათი თქმით, ცალკე აღსანიშნავია და მიუღებელი ის, რომ პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების გასაჯაროების მუქარა საკრებულოს თავმჯდომარის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლების მხრიდან მოდის.
- არასამთავრობოების განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ ამ მოხელეების ქცევები მოტივირებულია პარტიული ინტერესებით, რაც ასევე არღვევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.
- მათივე თქმით, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ მსგავსი ქმედებები დღემდე გრძელდება, ეს პირები სოციალურ ქსელში სისტემატურად განაგრძობენ აქტივისტებზე თავდასხმებს, შეურაცხყოფას, პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას როგორც სამუშაო ისე არასამუშაო დროს.
რა მოხდა 2 ივლისს: #შინევროპისკენ მონაწილეებს მარნეულშიც დაუპირისპირდნენ და ბუკლეტების დარიგებაში ხელი შეუშალეს.
- აქტივისტები მარნეულის ბაზარში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ, როცა რამდენიმე პირი მათთან მივიდა და სახელისუფლებო მესიჯბოქსებით ლანძღვა დაუწყო. ისინი მათ ომში ჩართვის მცდელობას აბრალებდნენ.
-
ერთ-ერთი პირი ეთნიკურად აზერბაიჯანელ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას დაუპირისპირდა და უთხრა, რომ არასდროს აპატიებენ ქართული ჯვრის გადახაზვას.
-
საუბარია პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს ლოგოზე, რომელზეც ჯვრის ფორმის გამოსახულებაა — აქტივისტმა ის რამდენიმე თვის წინ პროტესტის ნიშნად გადახაზა.
- მათ რამდენჯერმე აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
განცხადებას ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, უფლებები საქართველო, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ასევე:
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
- მედიაომბუდსმენი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- სატელევიზიო ქსელი;
- საფარი;
- ფემინა;
- მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
- მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- დემოკრატიის მცველები;
- ღია სივრცე კავკასია;
- ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის;
- საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
- გააღვიძე აქტივიზმი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები