თერჯოლის საკრებულოს წევრი ომარ ჯიხვაშვილიც წერს, რომ ტოვებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას და უერთდება ქართული ოცნებიდან წასულთა რიგებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში, აშშ-ის ელჩი როგორც მმართველი პარტიიდან წასულების, ასევე, მოქმედი დეპუტატების კრიტიკის ობიექტი გახდა.

  • 8 ივლისს ყაველაშვილმა დეგნანს წერილი მისწერა და ჰკითხა, რატომ არ ემიჯნება "პროვოკაციებს".
  • პასუხად, დეგნანმა წერილს ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით სავსე უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა.

რას წერს ომარ ჯიხვაშვილი: საკრებულოს წევრის აზრით, აშშ-ის ელჩი "შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს".

  • ამბობს, თითქოს დეგნანი არ ემიჯნება "ომის მოწოდებებს".
  • "თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო".

აქამდე, დეგნანი გააკრიტიკა და "ოცნება" დატოვა ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა. პარტიას ტოვებს ჭიათურის საკრებულოს წევრიც.