ამის შესახებ უკრაინსკა პრავდა ოკუპანტებსა და დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ალყაში მოქცეული მარიუპოლის მცველები ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში არ უთმობდნენ რუსეთის არმიას. მათი თავგანწირვა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდა.

  • აზოვსტალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ოკუპანტებმა მებრძოლები ტყვედ აიყვანეს;
  • 29 ივნისს უკრაინას მორიგი გაცვლა ჰქონდა, რა დროსაც, 144 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნეს.

დეტალები: უკრაინული მედიის წყაროს ინფორმაციით, ორი მებრძოლი სასჯელაღსრულების კოლონიიდან უცნობი მიმართულებით გადაიყვანეს.

  • რუსული პროპაგანდისტული მედიების ვერსიით კი, აზოვის მცველებს განაჩენი 9 ივლისს გამოუტანეს;
  • ნაწილის ცნობით, სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

ბრალდება: თავდაპირველად დაიწერა, რომ აზოვის მცველებმა მარიუპოლში მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნეს ცეცხლი — უკრაინსკა პრავდა არ მიუთითებს, ვის ეკუთვნის ეს ვერსია.

  • "მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ოკუპანტების კოლონას დაესხნენ თავს. ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება ან დამატებითი დეტალი არ გავრცელებულა", — წერს მედია.

ამბავი არქივიდან: მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაში იყო. ქალაქს აზოვსტალში მყოფი სამხედროები იცავდნენ.