პროტესტის ფონზე რანილ ვიკრემისენგე წერს, რომ იზიარებს პარტიის ლიდერების რეკომენდაციას და მზადაა გადადგეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა, რაშიც ბევრი პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას ადანაშაულებს.

  • დემონსტრანტები დღეს, 9 ივლისს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. ასევე შევიდნენ პრემიერმინისტრის რეზიდენციასა და ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც.
  • ამ დროისთვის გადადგომის შესახებ მხოლოდ პრემიერმინისტრმა გააკეთა კომენტარი თუმცა ოფიციალური დოკუმენტი გადადგომის შესახებ ჯერ არ წარუდგენია შესაბამისი უწყებისთვის.

დეტალები: აქციაზე, სულ მცირე, 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არის ერთ-ერთი დეპუტატიც.

  • მედია თავდაცვის სამინისტროს ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტს შენობა პარასკევს, შაბათ-კვირას დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ დაატოვებინეს.

CNN წერს, რომ თუ პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი გადადგებიან, შრი-ლანკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 30 დღის განმავლობაში დაიკავებს მის ადგილს.

  • ამავდროულად, პარლამენტი 30 დღის ვადაში აირჩევს ახალ პრეზიდენტს, რომელიც თანამდებობას მიმდინარე ვადის, დარჩენილი ორი წლის განმავლობაში დაიკავებს.