კარლ ჰარცელი

9 Jul. 2022, 19:05

მე შემიძლია, პატივისცემით გავუგო ყველას, ვინც სასოწარკვეთილია არსებული სიტუაციით და უფრო სწრაფად სურს წინსვლა. ვფიქრობ, ჩვენ ამას ვხედავთ ყველა პოლიტიკური მხარისგან, რიგითი მოქალაქეების ჩათვლით. მთავარია ის არის აქ, რომ იმედგაცრუება გამოყენებული იქნას, როგორც სტიმული უფრო გადამწყვეტი და უწყვეტი ქმედებების განსახორციელებლად, რათა ევროკავშირის ინსტიტუტებს დავუმტკიცოთ, რომ ისინი საკუთარ დამოკიდებულებასა და შეშფოთებაში ცდებიან და რაც მთავარია დააწინაუროთ ქვეყნის პროევროპული დღის წესრიგი. ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია.

რაც მე მაშინებს არის ის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. კრიტიკის ეს კატეგორია, ჩემი აზრით, ცინიკურია და, რაც მთავარია, საზიანოა საქართველოსთვის და ასევე საზიანოა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ ის გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ესაა ქვეყანა, რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე. ეს უნარი ცხადად ჩანს.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია არის ის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს. ეს უზარმაზარი ძალაა. ეს, ჩემი აზრით, იმაზე მეტყველაბს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს შეჩერებელი იქნება. შეკითხვა უბრალოდ იმაში მდგომარეობს, თუ ეს როდის და როგორ მოხდება. [ამერიკის ხმის თარგმანი]

ასე უპასუხა საქართველოში EU-ის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვას, როგორ უყურებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ევროპული ინსტიტუტების კრიტიკას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  3. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  4. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  5. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…