თანამედროვე კომპანიისთვის ლიდერობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ, ბიზნესმოდელის ჩამოსაყალიბებლად ორგანიზაციები რესურსს არ ზოგავენ. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ბიზნესქოუჩი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესებში: ბრენდის მისიის ჩამოყალიბებასა და მის დანერგვაში, ასევე ადამიანური კაპიტალის მართვაში. რადგან ბიზნესქოუჩს ამდენად მნიშვნელოვანი დავალებები აკისრია შესასრულებლად, მას საფუძვლიანი ცოდნა და განსაკუთრებული უნარ-ჩვევები მოეთხოვება.

სწორედ ამ ყველაფრის ათვისებაში დაგეხმარებათ თიბისი კონცეპტის, თიბისის ბიზნესისთვის და Coaching Lab-ის თანამშრომლობით შექმნილი უახლესი სასწავლო პროგრამა — ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა. ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტო პროგრამის სატრენინგო შეხვედრები სულ მალე დაიწყება, მასზე რეგისტრაცია კი უკვე შესაძლებელია.

სანამ ჯერ კიდევ ფიქრობთ, გჭირდებათ თუ არა კურსის გავლა, გეტყვით 5 ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს, რატომ უნდა აირჩიოთ ის.

1. მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას თანამედროვე ორგანიზაციების მართვის ტექნოლოგიებზე

ფოტო: Maranda Vandergriff / Unsplash

როგორც უკვე ვთქვით, ბიზნესქოუჩს არაერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის ცოდნა მოეთხოვება. ამ კომპეტენციების დაუფლებაში პროგრამა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ, რადგან საბაზისო თეორიულ ცოდნასთან ერთად, სამუშაოდ ბევრ ბიზნეს ქეისს მოგაწვდით. კურსის ხელმძღვანელების დახმარებით მათი ანალიზი კი საფუძველს მოგცემთ, რათა ქოუჩისათვის საჭირო უნარ-ჩვევები განივითაროთ.

უფრო ზუსტად, გაიგებთ ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელობასა და ადამიანის მოტივაციის თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, შეძლებთ, კომპანიას ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაში დაეხმაროთ, შემდეგ კი იზრუნოთ სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებაზე. ასევე —რესურსების, მათ შორის, თანამშრომლების შესაძლებლობების, ეფექტურ "დაბანდებაზე".

2. კურსი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს

ფოტო: John Schnobrich / Unsplash

როგორც ვახსენეთ, პროგრამა აერთიანებს პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა; კურსის ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა, ითანამშრომლოთ ქართულ კომპანიებთან და შესწავლილი მასალა პრაქტიკაში გამოიყენოთ. რადგან ეს ნაწილიც სასწავლო პროცესის ნაწილია, კვლავაც ხელმძღვანელები გაგიწევენ კონსულტაციას. ეს ყველაფერი კი დაგეხმარებათ, მოსალოდნელ სირთულეებს მომზადებული შეხვდეთ და სამომავლოდ გამოსადეგი გამოცდილება შეიძინოთ.

3. გაიგებთ მეტს პროფესიონალი ქოუჩების გამოცდილებაზე

ფოტო: Jason Goodman / Unsplash

თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა რჩევების მიღება მათგან, ვინც ეს გზა უკვე გაიარა. სწორედ ამიტომ, კურსი ასევე მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების პროფესიონალი ქოუჩების გამოცდილების გაზიარებასაც. ამის წყალობით გაიგებთ, რაზე უნდა გაამახვილოთ მეტი ყურადღება და როგორ უნდა მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სფეროში. ამასთან, შეიძენთ მეტ თავდაჯერებულობას და მოტივაციას.

4. პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა შექმნილი

ფოტო: Campaign Creators / Unsplash

კურსი ოთხ მოდულს და, შესაბამისად, ოთხ მიმართულებას მოიცავს: კულტურა, ორგანიზაცია, მართვა და ადამიანი. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ცოდნა ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძინოთ, მარტივი უნარ-ჩვევების განვითარების შემდეგ კი ეტაპობრივად აითვისოთ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ცვლილებების მართვა, კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნა და ემოციური ინტელექტი. ცხადია, ყველა ეტაპზე კურსის ხელმძღვანელები აქტიურად დაგეხმარებიან.

სწორედ ამ განსაკუთრებული დაკვირვებით და საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი პროგრამის დამსახურებაა, რომ სატრენინგო კურსმა ლიდერობის ახალი პარადიგმა ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) აღიარება დაიმსახურა. ფედერაცია 146 ქვეყანაში თანამშრობლობს 50 ათასზე მეტ ქოუჩთან.

5. მიიღებთ საერთაშორისო სერტიფიკატს

ფოტო: krakenimages / Unsplash

რადგან ვახსენეთ, რომ პროგრამამ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის აღიარება მოიპოვა, გასაკვირი არაა, რომ კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ ICF-ის საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებთ. თუკი ორგანიზაციის თანამშრომლობის მასშტაბებსაც მიიღებთ მხედველობაში, ადვილი წარმოსადგენია, ერთდროულად რამდენი კარი გაიღება თქვენთვის — რათა საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები გამოავლინოთ.

სხვათა შორის, ICF-ის გარდა, პროგრამა აკრედიტირებულია საერთაშორისო ბიზნესქოუჩინგ უნივერსიტეტის მიერ, რომელიც ქოუჩინგ ლაბის პარტნიორია. უნივერსიტეტი ასევე მონაწილეობდა ამავე კურსის შექმნაში.

ვინ მასწავლის?

ეკატერინე ბაბუნაშვილი

ფოტო: Coaching Lab

ეკატერინე ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორია. ამასთან, მას ქოუჩინგის სფეროში მუშაობის დიდი და საერთაშორისო გამოცდილება აქვს. წარმატებულ და ცნობილ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარდა, იგი აქტიურად მუშაობს სასწავლო პროგრამებზე ლიდერობის, ემოციური ინტელექტისა და კეთილდღეობის მიმართულებით. გარდა ამისა, იგი თსუ-ის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი და ICF-ის საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტიცაა.

დეა ჩხაიძე

ფოტო: Coaching Lab

დეა პროგრამის მენტორია, რომელიც თანატრენერის ფუნქციას შეითავსებს კურსის პრაქტიკულ ნაწილში. მისი რეზიუმეც მრავალფეროვან გამოცდილებას აერთიანებს — მათ შორის, ჯანდაცვის, ფინანსურ, საკონსულტაციო და არასამთავრობო სექტორებში. ამ ყველაფერთან ერთად, იგი ფსიქოლოგია და სწავლების დიდი გამოცდილებაც აქვს. უმუშავია ლიდერობის ქოუჩინგისა და გუნდურის ქოუჩინგის მიმართულებითაც.

ირინა ჭოჭუა

ფოტო: Coaching Lab

საერთაშორისო გამოცდილება და მრავალფეროვანი თანამშრომლობები დაეხმარება ირინა ჭოჭუასაც, რათა პროგრამის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. იმის გათვალისწინებით, რომ იგი სერტიფიცირებული ქოუჩია და არაერთ ორგანიზაციასთანაც უთანამშრომლობია, ეს წვლილი საკმაოდ დიდია. ირინა ასევე არის ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში და ამ მიმართულების საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მას შექმნილი აქვს არაერთი სასწავლო პროგრამაც.

სტეფან ბანაჩი

ფოტო: Coaching Lab

სტეფანი, რომელიც ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრია, საერთაშორისო ბაზარზე უკვე 20 წელია, მუშაობს. თავისი გამოცდილებით იგი არაერთ ორგანიზაციას დახმარებია ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა თუ ადამიანური რესურსის მართვაში. ამას იგი ახორციელებს თავისივე დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის საშუალებითაც, რომელიც 11 ქვეყნის არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს.

როგორ დავრეგისტრირდე კურსზე?

პროგრამაზე მისაღებად, პირველ რიგში, უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. რადგან მსურველთა რაოდენობა კურსზე მისაღები ადგილებს ბევრად აჭარბებს, ჯგუფის დაკომპლექტება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, არამედ მოტივაციაც.

რაც შეეხება საფასურს, პროგრამის ერთი მოდულის ღირებულება $830-ის ეკვივალენტია ლარში (შეგახსენებთ, რომ კურსი ოთხ მოდულს მოიცავს). თუმცა, ქოუჩინგ ლაბის კორპორაციული კლიენტებისთვის გათვალისწინებულია 5%-იანი ფასდაკლება, თიბისი კონცეპტის და თიბისი ბიზნესისთვის მომხმარებლებისთვის კი — 8%-იანი ფასდაკლება.

სატრენინგო პროგრამა ლიდერობის ახალი პარადიგმა 27 ოქტომბერს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება.

პროგრამის შესახებ მეტის გასაგებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ქოუჩინგ ლაბის ვებგვერდს.