Reuters-ის ცნობით, ეს შაბათს, ანტისამთავრობო აქციაზე მას შემდეგ მოხდა, რაც ათასობით დემონსტრანტმა პოლიციის კორდონი გაარღვია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კოლომბოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიანი აქციები მარტის შემდეგ მიმდინარეობს.

  • ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა, რაშიც ბევრი პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას ადანაშაულებს.

დეტალები: აქციაზე, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა — მათ შორის 2 სამართალდამცავი.

  • მედია თავდაცვის სამინისტროს ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტს შენობა პარასკევს, შაბათ-კვირას დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ დაატოვებინეს.

BBC წერს, რომ დემონსტრანტების შესაჩერებლად პოლიციამ რამდენჯერმე გაისროლა.

  • ხელისუფლებამ აქციის შეჩერება წინა ღამით კომენდანტის საათის დაწესებითაც სცადა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტის შემდეგ, შეზღუდვის მოხსნა მოუწია.