როგორც CNN Travel იუწყება, ევროპის სარკინიგზო ინდუსტრიის ლიდერები ლიონში, საფრანგეთში გასულ თვეს შეიკრიბნენ, რათა ულტრა თანამედროვე, მაღალი სიჩქარის რკინიგზის სისტემის შესახებ თავიანთი ახალი, ამბიციური ხედვის სქემა შეემუშავებინათ.

მათ მიერ შემოთავაზებული რკინიგზა ევროკავშირის ყველა დიდ ქალაქს ერთმანეთს ობობის ქსელივით დააკავშირებს. იმედია, ეს ძალიან არაეკომეგუბრული ავიახაზების ინდუსტრიის მდგრადი და თანაბრად ეფექტიანი ალტერნატივა იქნება და დაახლოებით იგივე დროში იგივე მანძილს დაფარავს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა — პარიზი-ლიონი, მილანი-რომი, ბარსელონა-მადრიდი, ბერლინი-მიუნხენი და სხვა ეროვნული სარკინიგზო წარმატების მაგალითები — ევროპის მწვანე შეთანხმებისა და ჭკვიანი და მდგრადი გადაადგილების სტრატეგიის ამბიციური მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო მეტია საჭირო, — განუცხადა CNN-ს ევროპის სარკინიგზო თანამეგობრობის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტო მაცოლამ.

ლიონში მიღებული ამბიციური გეგმა 2050 წლისთვის მიზნად არსებული სარკინიგზო ხაზების გასამმაგებას ისახავს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებას ევროკავშირის კლიმატის მიზნებისთვის, შესაძლოა, გადაწმყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, კრიტიკოსები არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს რეალურად შესაძლებელია.

ევროკომისიის მიხედვით, ტრანსპორტი ევროკავშირის სათბურის აირების ემისიის დაახლოებით მეოთხედზეა პასუხისმგებელი. ამ სექტორში სათბურის აირების ემისიის მთავარ ორ წყაროს ავიაცია და საგზაო ტრანსპორტი წარმოადგენს, რკინიგზა კი ორივე მათგანის ბევრად მწვანე ალტერნატივად მიიჩნევა.

როგორც მაცოლამ აღნიშნა, ევროპაში უკვე არაერთი ფართო სარკინიგზო სისტემაა, თუმცა, მათი უმეტესობა შიდასახელმწიფოებრივ ფუნქციონირებაზეა ორიენტირებული.

ყველაფერი რთულდება, როცა ერთი სარკინიგზო სისტემა ერთმანეთთან რამდენიმე ქვეყანას აკავშირებს. მგზავრობის მაღალმა ხარჯებმა და რეგულაციებმა, ყოველ ნაბიჯზე ბიუროკრატიულ დაბრკოლებებთან ერთად, შესაძლოა, დაძაბულობა გამოიწვიოს.

ევროპის რკინიგზამ ასევე დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო პანდემიის დროს. აქედან გამომდინარე, სკეპტიკოსები არ არიან დარწმუნებულნი, რომ სარკინიგზო ინდუსტრია ამ ამბიციურ მიზნებს მიაღწევს. თუმცა, აღსანიშნავია რამდენიმე ქვეყანათაშორისი ქარავანი — მაგალითად, არხის გვირაბი და ტალის გზა — რაც, შესაძლოა, ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერების გადალახვის იმედისმომცემ პრეცედენტებად განვიხილოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.