ტიკტოკზე ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა თუ მომენტებს ხშირად უზიარებენ. ერთ-ერთი ასეთი ტიკტოკერი პენელოპი ენია, რომელმაც გადაწყვიტა, სიკვდილის პირას მყოფ მამასთან ერთად გატარებული მომენტები ვიდეოებში აღებეჭდა. ერთ-ერთ ვიდეოში კი ვხედავთ, როგორ შეაპარეს პენელოპიმ და დედამისმა მამასთან მისი საყვარელი სასმელი — რომი და კოკა-კოლა.

პენელოპიმ სასმელი მოამზადა და მამას შპრიცით გაასინჯა. კითხვაზე, კარგი გემო ჰქონდა თუ არა სასმელს, მამამ თავი დაუქნია. პენელოპიმ და დედამისმა გაიცინეს.

"მამასთან ერთად ბოლოჯერ ვსვამ, სანამ მისი სული სამყაროს დაუბრუნდება. სანამ ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთება. მიყვარხარ", — ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

@penface One last drink with dad before his spirit returned to the universe. Until we cross paths again old man. I love you. #grief #griefjourney #loss #goodbye ♬ original sound - penface

პენელოპის მამა მათი ვიზიტის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. 7 დღის შემდეგ პენელოპიმ ახალი ვიდეო დადო, რომელშიც მამამისის ცარიელ ადგილსა და სათუთად შენახულ სასმელს გვიჩვენებს, რომლის დალევაც კაცმა ვერ მოასწრო. პენელოპის თქმით, მამამისის ძაღლი ძალიან დაბნეულია, რადგან ჯერ ვერ გაუგია, აქამდე რატომ არ დაბრუნებულა მისი პატრონი.

@penface 1 week update after dads passing. Remember to be gentle to each other. We are all on different legs of similar journeys. #griefjourney #grief #goodbye #fyp ♬ Night Trouble - Petit Biscuit

პენელოპის ვიდეოებს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის საავადმყოფოში მომუშავე ექიმები თუ ექთნებიც იყვნენ, რომელთა თქმით, სიკვდილის წინ სასმლით ან სხვა პატარა ჟესტით პაციენტები თავადაც გაუხარებიათ. პენელოპი ამ საქციელის გამო ყველამ შეაქო და მასა და მის ოჯახს გამძლეობა უსურვა.