ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს?
BBC დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოტენციური კანდიდატების სიას აქვეყნებს, თუმცა წერს, რომ ამ ადამიანებს ჯერ არ უთქვამთ, სურთ თუ არა ახალი თანამდებობა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯონსონმა გაიზიარა პარლამენტის სურვილი, პარტიის ახალი ლიდერისა და შესაბამისად, ახალი პრემიერმინისტრის არჩევის შესახებ და თანამდებობები დატოვა.
- მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი დღეიდან უნდა დაიწყოს, ხოლო თარიღი მომდევნო კვირას დასახელდეს, რის შემდეგაც ის ოფიციალურად წავა.
რიში სუნაკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად.
- თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯონსონის მსგავსად, ისიც არაერთ სკანდალში გაეხვა და ახლა მისი რეპუტაცია შედარებით შელახულია.
- სუნაკი ხაზინის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.
- როგორც BBC წერს, სუნაკისა და მინისტრ საჯიდ ჯავიდის გადაწყვეტილებამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გზა გაუხსნა მაღალჩინოსნების გადადგომის ნაკადს, რომელმაც, საბოლოოდ, ჯონსონის გადადგომა გამოიწვია.
ლიზ ტრასი ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.
- კანცლერისა და ჯანდაცვის მინისტრის წასვლის შემდეგ ჯონსონის მხარდამჭერად დარჩა, რამაც გააძლიერა მისი პოზიცია ერთგულთა შორის.
- ტრასის რეპუტაცია განსაკუთრებით ამაღლდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როდესაც მან რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
- როგორც BBC წერს, ის კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის პოპულარული ფიგურა გახდა ეკონომიკასა და ვაჭრობის შესახებ ლიბერტარიანული შეხედულებებით.
- გამოცემის ცნობით, ტრასის სტილი ყოველთვის არ იპყრობდა ფართო საზოგადოების ყურადღებას, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი პროგრესისთვის.
საჯიდ ჰავიდი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
- ის ერთ-ერთი პირველია იმ მაღალჩინოსნებს შორის, ვინც ჯონსონის წინააღმდეგ წასვლა და გადადგომა გადაწყვიტეს.
- ჯანდაცვის მინისტრობამდე ეკავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, თუმცა გადადგა, რადგან უარი განაცხადა საკუთარი მრჩევლების გათავისუფლებაზე.
მაიკლ გოუვმა ორჯერ იყარა კენჭი თორის ლიდერისა და პრემიერმინისტრის პოსტზე.
- 2010 წელს ის გახდა განათლების მინისტრი და მას შემდეგ ასრულებდა სამთავრობო ფუნქციებს.
- გოუვი იკავებდა იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრის პოზიციებს.
ნადიმ ზაჰავი პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როგორც ვაქცინების მინისტრი.
- მისი თქმით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც ოდესმე გააკეთებდა, თუმცა მან საფუძველი შექმნა განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურებისთვის.
- რიში სუნაკის გადადგომის შემდეგ, ზაჰავს დაწინაურებამ ხელი არ შეუშალა, ჯონსონისთვის ეთქვა, რომ წასვლის დრო იყო.
ჯერემი ჰანტი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია.
- ის გავლენიან პოლიტიკოსად დარჩა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ლიდერობის კონკურსში ბორის ჯონსონის შემდგომი, მეორე ადგილი დაიკავა.
- ჰანტი შეუერთდა მთავრობას 2010 წელს, როგორც კულტურის მინისტრი, ასევე, ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის დეპარტამენტს.
- ბრექსიტის დროს ის მხარს უჭერდა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას.
სუელა ბრავერმანი ამ ეტაპზე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებს.
- როგორც BBC წერს, ბრავერმანი ყოველთვის იყო ჯონსონის მტკიცე მხარდამჭერი.
პენი მორდონტი არის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი.
- ის არის პირველი ქალი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელიც იკავებდა თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მინისტრის პოზიციებს.
- მორდონტი იყო ქალთა და თანასწორობის მინისტრიც.
ბენ ვოლასი არის თავდაცვის მინისტრი.
- განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა და უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების გამო.
ტომ ტუგენდატი ჯონსონისგან განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
- როგორც BBC წერს, ის არის "დეტალების კაცი", რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.
- ის წლების განმავლობაში განიხილებოდა კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერად.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები