Stranger Things-ის 15 მომენტი, რომელმაც ედი ჩვენს საყვარელ პერსონაჟად აქცია
გაფრთხილება: სტატია Stranger Things-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს.
Stranger Things საინტერესო და ჩამთრევი ისტორიის გარდა, დაუვიწყარ და საოცარ პერსონაჟებს აერთიანებს, რომელთაგან მხოლოდ ერთი ფავორიტის გამორჩევა ძალიან რთულია. ამის მიუხედავად, მეოთხე სეზონში ფანების უპირობო სიყვარული ახალმა პერსონაჟმა, ედიმ დაიმსახურა.
ამ სტატიში მეოთხე სეზონის იმ 15 მომენტს წარმოგიდგენთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ედი მაყურებლის სიყვარულს ნამდვილად იმსახურებს:
1. ედის გაცნობის სცენა
ედის სტერეოტიპებზე საუბრით ვეცნობით. ის ამბობს, რომ რადგანაც მას და მის გუნდის წევრებს ფენტეზის სამყარო და თამაშები ინტერესებთ, ხშირად გარიყულები არიან. თუმცა სხვა, უფრო პოპულარული გასართობებით — მუსიკით, მეცნიერებით, წვეულებებითა და კალათბურთით დაინტერესება საზოგადოებაში მიღებულია.
2. როცა დაიფიცა, რომ წელს სკოლას დაამთავრებდა
"ეს წელი ჩემი წელია, ვგრძნობ", — ეს ფრაზა მეოთხე სეზონის ფინალის ნახვის შემდეგ განსაკუთრებულად სევდიანია.
3. როცა კრისის შეხვდა და თავი მოიმკვდარუნა
ანერვიულებული კრისის დასამშვიდებლად ედიმ თავი მოიმკვდარუნა, როცა კრისიმ უთხრა, რომ ბავშვობისას მათი შეხვედრა არ ახსოვდა.
4. როცა კრისისთან ერთად საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ედი უხეში და საშიში არ იყო
უამრავი ხუმრობის შემდეგ კრისი ედის ეუბნება, რომ ედი ისეთი არ იყო, როგორსაც ელოდა. კრისისთან ერთად ედიც აღიარებს, რომ გოგო თავადაც საშიში და უხეში ეგონა.
5. კრისის გამოფხიზლების მცდელობა
ვეკნას მიერ დატყვევებული კრისის გამოფხიზლებას სასოწაკვეთილი და შეშინებული ედი ყვირილით ცდილობდა: "კრისი, გაიღვიძე". მართალია ეს სევდიანი სცენა ტიკტოკის სასაცილო ტრენდად იქცა, თუმცა მასში ედის მზრუნველობა მაინც კარგად ჩანს.
6. როცა სტივს უთხრა, რომ დასტინს ძალიან უყვარდა
"წარმოდგენა არ გაქვს, ეს ბავშვი როგორ გაღმერთებს".
7. როცა სტივის, ნენსისა და რობინის შემდეგ ტბაში თავადაც ჩახტა
მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა!
8. როცა ამ ნიღაბში დაიმალა
და ლამის გულიც გაგვიხეთქა.
9. ...შემდეგ კი "მანქანა" იშოვა
სინამდვილეში, ვიღაცის სახლი მოიპარა.
10. როცა დასტინს სთხოვა, არასდროს შეცვლილიყო
"არასდროს შეიცვალო, დასტინ ჰენდერსონ!" — ედის დასტინი ზუსტად ისეთი უყვარს, როგორიცაა.
11. როცა დაუვიწყარი კონცერტი გვაჩუქა
ამ სცენის გამო სერიალს მეტალიკამ მადლობა გადაუხადა.
12. ...შემდეგ კი სახლში დასაბრუნებელი გზა მოიჭრა
მეგობრებისთვის საკმარისი დროის მისაცემად ედიმ სახლში დასაბრუნებელი გზა მოიჭრა და ღამურები გაიტყუა.
13. როცა დასტინს ამაყად უთხრა, რომ გაქცევას ბრძოლა ამჯობინა
"ამჯერად არ გავქცეულვარ, არა?!"
14. ...და სიცოცხლის ბოლო წუთებში დასტინს უთხრა, რომ აფასებდა
ედიმ ბოლო ამოსუნთქვა დასტინისთვის იმის თქმას დაახარჯა, თუ როგორ უყვარდა.
15. როცა დასტინმა ედის ბიძა დაარწმუნა, რომ ედი გმირი იყო
ედი მისი სიკვდილის შემდეგ უფრო მეტად დასტინისა და ედის ბიძის საუბარმა შეგვაყვარა. დასტინმა ედის ბიძას უთხრა, რომ ედი გმირულად დაიღუპა იმ ქალაქის გადასარჩენად, რომელსაც ის ასე სძულდა: "უბრალოდ უდანაშაულო კი არა, გმირი იყო".
ამავე თემაზე:
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
კომენტარები