Radisson Hotel Group საქართველოში მასშტაბებს აფართოებს. კომპანიამ ხელშეკრულება Next Group-თან ერთად Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio-ის მშენებლობაზე გააფორმა, რითაც ქვეყანაში თავისი პორტფელი 9 სასტუმრომდე გაზარდა.

ახალი სასტუმრო 2026 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და ის ბათუმში Radisson Blu-ის მეორე საკუთრება და ნომერ პირველი კურორტი იქნება.

ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი და უძველესი ქალაქია. ის ცნობილია სხვადასხვა არქიტექტურული ფორმის ეკლექტიკური ნაზავით, ისტორიული პორტით, ევროპული სტილის მოედნებით, ციხე-სიმაგრეებით, მზიანი სანაპიროებითა და საოცარი პეიზაჟებით. ბათუმი ხშირად მასპინძლობს კლასიკურ და საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებსა და უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს.

Radisson Blu Resort & Residences, Batumi Gonio განთავსდება შავი ზღვის სანაპიროზე და პირდაპირ იქნება დაკავშირებული სანაპიროსთან. შენობა გამოირჩევა შუშის ექსტერიერით, რომლის არქიტექტურაც ტრია გრუპის (Tria Group) არქიტექტორს, ლევან სიამაშვილს, ეკუთვნის. მასში განთავსდება 500 ოთახი, ლუქსი და რეზიდენციები. სასტუმროს ნაწილი მოიცავს ორ რესტორანს, რომელიც დამსვენებლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოს შესთავაზებს. ასევე, შიდა სივრცესა და სახურავზე იქნება ბარი დასვენებისა და განტვირთვისთვის. სასტუმრო აღჭურვილი იქნება შიდა და გარე აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრებით. Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio სტუმრებს ასევე შესთავაზებს საკონფერენციო დარბაზებსა და ისეთ სივრცეებს, სადაც შეხვედრების ორგანიზება და გამართვა იქნება შესაძლებელი.

ფოტო: Radisson Hotel Group

"მოხარული ვარ, გაცნობოთ საქართველოში Radisson Hotel Group-ის მასშტაბების გაფართოების შესახებ", — აცხადებს Radisson Hotel Group-ის აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ ჯენკინსი, — "გავაფორმეთ ხელშეკრულება Radisson Blu Resort & Residences Batumi, Gonio-სთან და გავაძლიერეთ ჩვენი წამყვანი პოზიციები ქვეყანაში. ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელსაც პირდაპირი წვდომა ექნება სანაპიროსთან და აღჭურვილი იქნება ყველა იმ დეტალით, რაც დამახასიათებელია Radisson Blu-სთვის. ამასთან, ვამაყობთ იმითაც, რომ ვთანამშრომლობთ Next Group-თან და გვსურს, მათ მადლობა გადავუხადოთ ნდობისთვის".

Radisson Hotel Group-თან მნიშვნელოვან პროექტზე თანამშრომლობით მოხარულია Next Group-ის მფლობელი, კახა დევაძეც.

"უახლოეს მომავალში სასტუმრო საზოგადოებას უამრავ სიახლეს შესთავაზებს, მათ შორის, აპარტამენტებს, სპა ცენტრებს; მას ასევე ექნება შესანიშნავი მდებარეობა", — ამბობს დევაძე, — "იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე გაიზრდება მოთხოვნა და Radisson Hotel Group-თან ერთად კიდევ ბევრ ახალ პროექტს განვახორციელებთ".

ფოტო: Radisson Hotel Group

Radisson Hotel Group მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების 9 გამორჩეულ ბრენდს. იგი მსოფლიოს 120 ქვეყანაში 1 700-ზე მეტ მოქმედი და მშენებარე სასტუმროთია წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი დაპირება და მოწოდება შემდეგია "ყველა მომენტი მნიშვნელოვანია, მე ამის გაკეთება შემიძლია".

ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს შემდეგ ბრენდებს: Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel.