ლონდონისა და თეირანის უნივერსიტეტების მკვლევრების თქმით, მათ მიაგნეს მტკიცებულებას, რის მიხედვითაც მწერებს ტკივილის შეგრძნება აქვთ. მატილდა გიბონსი, ლარს ჩიტკა და საჯედეჰ სარლაკი თავიანთ ნაშრომში, რომელიც სამეფო საზოგადოების ჟურნალ B-ში გამოქვეყნდა, აღწერენ თუ რატომ მიაჩნიათ ასე.

აქამდე ითვლებოდა, რომ მწერები ტკივილს ვერ გრძნობენ. იგივეზე მეტყველებდა ძველი კვლევებიც. შეიძლება ამიტომაც, ადამიანებს მწერების დახოცვა უადვილდებათ. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, აქამდე არსებული ვარაუდები შეიძლება მცდარი იყოს.

კვლევის მიხედვით, როგორც ცხოველებს, ასევე მწერებს აქვთ ფიზიოლოგიური სისტემები, რომლებიც რეაგირებენ ტკივილზე. ამის დასადგენად მკვლევრები მწერებს დიდხანს იკვლევდნენ, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, რა დროსაც მათ პოტენციურად ტკივილი უნდა განეცადათ.

საინტერესოა, რომ ადამიანების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვრთოთ ტკივილის რეაქცია, თუ ეს მოხდება გადაუდებელი შემთხვევის დროს. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ დაშავდა ავტოკატასტროფაში, სანამ უშუალოდ საავადმყოფოში არ მოხვდება. წინა კვლევამ აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან ასეთმა ტრამვულმა მოვლენამ ტვინი შეიძლება ოპიატების წარმოება აიძულოს. მწერები არ აწარმოებენ ოპიატებს, ამბობენ მკვლევარები, მაგრამ ისინი წარმოქმნიან სხვა ნეიროპეპტიდებს, რომლებიც შეიძლება ემსახურებოდეს იმავე მიზანს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი ნეიროპეპტიდები წარმოიქმნება მწერებში ტრავმული მოვლენების დროს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მწერებს შეუძლიათ ტკივილის შეგრძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტკივილის დროს მსგავსი წარმონაქმნები ვერ აიხსნებოდა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მეტი სამუშაოა საჭირო, რათა დადგინდეს, მართლაც გრძნობენ თუ არა მწერები ტკივილს და თუ გრძნობენ, მაშინ ჩნდება შეკითხვები: როგორ გადავჭრათ ეთიკური პრობლემები და კვლავ ასე თავისუფლად შევძლებთ მწერების დახოცვას?

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.