გამყრელიძე დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაციას იძლევა
დაავადებითა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების გაზრდაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გასულ კვირასთან შედარებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის ორ-ნახევარჯერ არის გაზრდილი,
- გამყრელიძე ამბობს, რომ ეს ომიკრონის ახალ ქვეშტამებს უკავშირდება.
- მისი თქმით, ნაწილობრივ გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი, ხოლო, სერიოზულადაა მომატებული რეპროდუქციის ინდექსი.
გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპაციენტებში დამძიმების ტენდენცია არ აღინიშნება და ჰოსპიტალიზება ინფიცირებულთა 7-8%-ს სჭირდება.
- "მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე ჰოსპიტალში დაახლეობით 350 პაციენტი წევს".
- ასევე, აღნიშნავს, რომ ზრდის ტენდენცია საქართველოს გარდა, ევროპის 42 ქვეყანაში ფიქსირდება.
- მისი თქმით, ე.წ ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 შტამები სწრაფად ვრცელდება, თუმცა რთული მიმდინარეობა არ ახასიათებს.
რეკომენდაციები: ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს.
- "ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან".
-
პირველი ბუსტერიდან 4 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ ყველა ასაკის მოსახლეს შეუძლია, გაიკეთოს მეორე ბუსტერი".
-
"18-დან 49 წლის ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ხოლო 12-დან 18 წლამდე ბავშვებში ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი".
-
50 წლამდე ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ, თუმცა მეორე ბუსტერის გაკეთება სურთ, გამყრელიძე ექიმთან კონსულტაციის გავლას ურჩევს.
- ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებას ის დასაშვებად მოგზაურობის შემთხვევაშიც მიიჩნევს.
კონტექსტი: 5 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების 2 570 შემთხვევა აღირიცხა.
- ეს მაჩვენებელი წინა კვირის შემდეგ 1 512-ით არის გაზრდილი.
- თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკი შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები