BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ შეხვედრები ჰქონდა ალექსანდრ ლებედევთან, რომელიც წარსულში კგბ-ს ოფიცერი იყო.

რატომ არის მნიშვენლოვანი: BBC წერს, რომ ჯონსონმა ხელი შეუწყო ლებედევის ვაჟის, ევგენის ლორდთა პალატის წევრად არჩევას.

  • როგორც Sunday Times წერდა, მიუხედავად სპეცსამსახურების გაფრთხილებისა, რომ ევგენი ლებედევი, შესაძლოა, საშიში ყოფილიყო დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მას პერის ტიტული მიანიჭეს.
  • გამოცემის თანახმად, სპეცსამსახურების უარყოფითი რეკომენდაცია ჯონსონის ჩარევის შედეგად გაიწვიეს.

დეტალები: ჯონსონმა ალექსანდრ ლებედევთან შეხვედრის ორი შემთხვევა დაადასტურა:

  • როდესაც ლონდონის მერი იყო.
  • საგარეო საქმეთა მინისტრობისას.

ალექსანდრ ლებედევი 1988 წელს, გვიანი ცივი ომის პერიოდში, ლონდონში ჯაშუშად გამოაცხადეს.

  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას არასდროს უცდია თავისი წარსულის დამალვა.
  • მემუარებში ლებედევი მოკლედ მოგვითხრობს ჯაშუშობაზე, რომელიც 1992 წელს პოლკოვნიკის წოდებით დასრულდა.
  • გასულ თვეში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ალექსანდრე ლებედევს კანადამ ეკონომიკური სანქციები დაუწესა, თუმცა არ მოხვედრილა სხვა არცერთი ქვეყნის სანქცირებულთა სიაში.