მამუკა მდინარაძე

7 Jul. 2022, 00:14

დიტო არის თავისი სამშობლოს მოყვარული უდიდესი პატრიოტი ადამიანი. უერთგულესი ადამიანი, როგორც თავისი ქვეყნის მეგობრების, თავისი გუნდის და თავისი საქმის, დაუზარელი ადამიანი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბილწსიტყვაობა, გინება, ზოგადად, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ორმაგი სტანდარტის რაღაც გაუგონარ ფორმას ასევე. იმავე დღეებში ხდებოდა ანრის ამბავი. ეს თურმე ეს საშინელება, რაც იციან იმ ადამიანებმა დარწმუნებული ვარ, ვინც აკრიტიკებს, უნდა მოეთმინა თურმე ანრის და მათი ბელადის შეგინება დიმიტრის მხრიდან იყო, ასჯერ უარესი. ეს ერთი.

მეორე, პატრიარქის უმძიმეს შეურაცხყოფაზე გვქონდა საუბარი, არ ვიცი ახლა გავიმეორო თუ არა, მოდი მაინც ვიტყვი, ტაფით საცემიაო იძახდნენ მათი ჯგუფების წარმომადგენლები და აღარ მინდა სახელები და გვარებით. პატრიარქს პირადად შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამაზე აღშფოთებული ვერ ვნახე და დიმიტრი სამხარაძის გაგიჟდა ყველა.

იცით რა არის, დავიჯერებ დიმიტრის შეგინებაზე გაბრაზებას, თუ ვნახავ, რომ პატრიარქის შეურაცხყოფაზეც გაბრაზდნენ ეს ადამიანები. თუ ვნახავ რომ გამოდიან მათი ტელევიზიის, ახლა საპატიმროში რომ არის, ხელმძღვანელი იგინებოდა ათჯერ უარესი სიტყვებით. პირდაპირ ეთერში, პირდაპირ ეთერში იჯდა ე.წ იმით, პეტლიჩკას რომ ეძახით შეგნებულად და პირდაპირ ეთერში აგინებდა პრეზიდენტს, ქართულ ოცნებას, ქვეყანას, ვიღაცებს, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, ყველას და ყველაფერს უკანასკნელი სიტყვებით. ამაზე აღშფოთებული ხალხი ვერ ვნახე და დიმიტრი სამხარაძის მიერ მათი ბელადის გინებაზე გაგიჟებული ხალხი ვნახე. ამ ორმაგ სტანდარტზეა საუბარი. გასაგებია — უნდა თქვა, რომ შეგინება არ არის კარგი, გავიგეთ, გავიგეთ, მაგრამ რაღაცა ხომ შედარებითია ყველაფერი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. კადიროვის 18 წლის შვილმა გასცა დავალება, "გაანათლონ" ადამიანები, ვინც ინტერნეტში ჩეჩნეთის ტრადიციებს შეურაცხყოფენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ