მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Google Chrome-ზე შეტევაა, რაც Windows-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე მოწყობილობების მფლობელებს საფრთხის წინაშე აყენებს. კერძოდ, გამოვლენილია WebRTC-თან დაკავშირებული პრობლემები.

ეს გულისხმობს ანომალიას ბაფერულ მონაცემებში, WebRTC-ის ფარგლებში, რომელიც ბრაუზერებში რეალურ დროში კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი. კომპანია დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს, სანამ მომხმარებელთა უმეტესობა Google Chrome-ს არ განაახლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მავნე ვებგვერდმა თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე კონტროლი მოიპოვოს.

თავის დასაცავად ჩვენს ხელთ ბრაუზერის ახალი ვერსიაა: Windows-თვის 103.0.5060.114, ხოლო Android-თვის 103.0.5060.71, რომლებიც კომპანიამ 4 ივლისს ჩაუშვა. განახლებები ავტომატურად დაინსტალირდება, თუმცა ამას შესაძლოა, 24 საათი დასჭირდეს, რის შემდეგაც მოწყობილობა უნდა გადატვირთოთ.

ფოტო: How-To Geek

Windows-ის შემთხვევაში, განახლებების დასაყენებლად საკმარისია, ბრაუზერის პარამეტრებში Help-ს დააჭიროთ, შემდეგ კი About Google Chrome-ზე გადახვიდეთ. Android-ზე Play Store-ის გამოყენება მოგიწევთ.

Chrome განახლებებს თავად იპოვის და დააინსტალირებს. ამ პროცესის ინდიკატორი იქვე გამოჩნდება. დასასრულს, Relaunch-ს უნდა დააკლიკოთ. უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, შეამოწმეთ, რომ ვერსიის ნომერი 103.0.5060.114-ია. თუ Google განახლებებს ჯერ არ გთავაზობთ, მოგვიანებით სცადეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.