დუა ლიპა, კიმი, ნიკოლი — ნახეთ დემნას ახალი ჩვენება ვარსკვლავების მონაწილეობით
6 ივლისს პარიზში ბალენსიაგას მაღალი მოდის, ე.წ. Haute couture-ს ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა და ამ ცნობილი მოდის სახლის ქართველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალია კვლავ მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დემნა გვასალიამ ბალენსიაგაში მაღალი მოდა 53 წლის შემდეგ ახალი ჩვენებით დააბრუნა. ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ კი მაღალი მოდის ახალი კოლექცია ისევ წარუდგინა საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ არ შეცვლილა ჩვენების ადგილი — სალონი, რომელსაც ლეგენდარული კრისტობალ ბალენსიაგა იყენებდა. დემნამ ეს სივრცე გასული წლის ჩვენებისთვის აღადგინა და 60-იანი წლების ატმოსფერო შეუნარჩუნა.
დემნა გვასალიამ უკვე მოახერხა, რომ მოდის სამყაროში თავისი უნიკალური ხედვით გამორჩეული ადგილი დაეკავებინა და გამონაკლისი არც ეს ჩვენება იყო: ის ერთდროულად ეძებს ახალ ესთეტიკას, ამავდროულად კი არ ივიწყებს მოდის ისტორიას.
კლასიკურ სილუეტებთან ერთად ბალენსიაგას მაღალი მოდის ჩვენებაზე ნახავთ ჯინსებს, კომბინეზონებსა და ჰუდებს, რაც მსგავსი ტიპის კოლექციისთვის, როგორც წესი, უჩვეულო და "შეუფერებელია" ხოლმე.
ფოტო: Balenciaga
თუ მაისში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამართულ ჩვენებაზე დემნამ მოდელების სხეულები ლატექსით დაფარა, ამჯერად ისინი რეზინის კოსტიუმებში გამოაწყო.
სამოსის უჩვეულო მატერიასთან ერთად მოდელებს ეცვათ დიდი ზომის ფეხსაცმელები, საყურეებად საათები ეკეთათ და ხშირ შემთხვევაში მათ სახეებს შავი ჩაფხუტები ფარავდა.
ფოტო: Balenciaga
ცხადია, ჩვენებას არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის შენიშნავდით კრის ჯენერს, ანა ვინტურსა თუ ალექსა დემის, მაგრამ კაშკაშა ვარსკვლავები მხოლოდ მაყურებელთა რიგებში როდი იყვნენ.
ბალენსიაგას მაღალი მოდის ახალი კოლექციის წარდგენის ბოლო ნაწილში ისეთი ცნობილი სახეებიც გამოჩნდნენ, როგორებიც ნიკოლ კიდმანი, ნაომი კემპებილი, დუა ლიპა, ბელა ჰადიდი და კიმ კარდაშიანი არიან.
ფოტო: Balenciaga
სრული ჩვენება შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები